-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მატჩებისთვის ემზადება, რომელსაც ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
მთავარმა მწვრთნელმა ირის ანტმანმა მოახლოებული მატჩებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა.
მეკარე: თათია გაბუნია (კვარტალი), სვეტლანა გაბელაია (ელიტა), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)
დაცვა: მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), სალომე გასვიანი (კვარტალი), ნატა კვირკვაია (ნიკე-ლუსო), გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიაერი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი), ნინო ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი), ნათია დანელია (კვარტალი), ელენე ჩიქოვანი (ნიკე-ლუსო), მაიკო ბებია (ნიკე-ლუსო), სალომი დიმოპულო (კვარტალი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი), თეონა ბაქრაძე (ტრაბზონსპორი), ლიზი კანკია (კვარტალი), ანა ჩემინავა (ჰაპოელი თელ-ავივი)
საქართველოსა და ირლანდიის მატჩები 25 და 29 ოქტომბერს გაიმართება. პირველი შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე შედგება. წყვილში გამარჯვებული მეორე ეტაპზე სლოვაკეთსა და უელსს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები