სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფრანგული გამოცემის Foot Mercato-ს ჟურნალისტის ჟოსუე კასეს ცნობით, ვახტანგ სალია ნიუკასლში გადასვლასთან ახლოსაა.
ახალგაზრდა ქართველი შემდეგ ზაფხულში კაჭკაჭებში გადასვლამდე დინამო თბილისში დარჩება. მხარეები საბოლოო შეთანხმებასთან ახლოს არიან.
ქართული ფეხბურთის მომავლად მიჩნეული 17 წლის შემტევის დებიუტი საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში უკვე შედგა.
მიუხედავად იმისა, რომ სალია 17 წლის გასულ თვეს გახდა, მან უკვე მოახერხა დინამო თბილისის მთავარ გუნდში 4 გოლის გატანა - მათ შორის ერთი უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ივლისში.
სალია საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორია - 16 წლის და 193 დღის.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები