სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
15 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი ქოჩორაშვილმა ჩეხეთთან წაგებული მატჩი (1:2) შეაფასა.
„გულდაწყვეტილი ვარ, მაგრამ ამაყი ჩემი თანაგუნდელებით და იმ ქომაგებით, ვინც აქ ჩამოვიდა და ტელევიზორიდან გვგულშემატკივრობდა, მინდა მათ მადლობა გადავუხადო.
პირველი ტაიმით მეც და მთლიანად გუნდიც ძალიან უკმაყოფილოები ვართ. მეორე ნახევარში შევეცადეთ ამ ყველაფრის გამოსწორება, მაგრამ დროც დაგვაკლდა, შევეცადეთ მაგრამ... მეტს ვერაფერს ვიტყვი. ერთი ვიცი, რომ სტადიონიდან თავაწეულები გამოვედით და ვეცდებით, შემდეგ თამაშებში ბევრად მაღალ დონეზე დავბრუნდეთ.
მინდა მივულოცო 21 წლამდელებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული ფეხბურთი წინ მიდის. ძალა ჩვენშია, ფეხბურთელებში და შევეცდებით, რომ ჩვენც და 21 წლამდელებმაც დავუბრუნოთ ხალხს ის სიხარული, რომელსაც ისინი იმსახურებენ." - აღნიშნა საქართველოს ნაკრების და ლევანტეს ნახევარმცველმა პირველ არხთან საუბარში.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები