გთავაზობთ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერების განახლებულ სიას.
სია განახლდა 2025 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ - მესამე ადგილზე გადაინაცვლა შვედმა ფორვარდმა ალექსანდრ ისაკმა, რომელშიც ლივერპულმა ნიუკასლს 150 მილიონი ევრო გადაუხადა.
1. ნეიმარი (ბარსელონადან პსჟ-ში) - 222 მილიონი ევრო [2017]
2. კილიან მბაპე (მონაკოდან პსჟ-ში) - 180 მილიონი ევრო [2018]
3. ალექსანდრ ისაკი (ნიუკასლიდან ლივერპულში) - 150 მილიონი ევრო [2025]
4. უსმან დემბელე (დორტმუნდიდან ბარსელონაში) - 148 მილიონი ევრო [2017]
5. ფილიპე კოუტინიო (ლივერპულიდან ბარსელონაში) - 135 მილიონი ევრო [2018]
6. მოიზეს კაისედო (ბრაიტონიდან ჩელსიში) - 134 მილიონი ევრო [2023]
7. ჟოაო ფელიქსი (ბენფიკადან ატლეტიკოში) - 127 მილიონი ევრო [2019]
8. ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდიდან რეალში) - 127 მილიონი ევრო [2023]
9. ფლორიან ვირცი (ლევერკუზენიდან ლივერპულში) - 125 მილიონი ევრო [2025]
10. ენცო ფერნანდესი (ბენფიკადან ჩელსიში) - 121 მილიონი ევრო [2023].
თანხები მოცემულია ცნობილი პორტალის, Transfermarkt-ის მონაცემებით.