ცნობილმა ინსაიდერმა, ფაბრიციო რომანომ, მადრიდის რეალის სამომავლო სამწვრთნელო გეგმებზე ისაუბრა.
მისი თქმით, „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელობაში იურგენ კლოპის ბევრი გულშემატკივარია, თუმცა მოლაპარაკებების დაწყებამდე მადრიდელებს გარკვეული გარანტიები სჭირდებათ.
„იურგენ კლოპს რეალის ხელმძღვანელობაში ნამდვილად ჰყავს დიდი თაყვანისმცემლები, რომლებიც მას ძალიან აფასებენ. თუმცა, კლუბში თვლიან, რომ ინიციატივა თავად კლოპისგან უნდა მოდიოდეს - უნდათ გაიგონ, რეალურად სურს თუ არა მას ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდეს.
რეალმა ეს მანამ უნდა გაარკვიოს, სანამ იტყვის: „კარგი, ჩვენ კლოპის მოყვანაზე ვიწყებთ მუშაობას."
ჯერჯერობით ამ სიტუაციას კონკრეტულს ვერ ვუწოდებთ“, - განაცხადა ინსაიდერმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში მადრიდულ გრანდში სამწვრთნელო ცვლილებების შესახებ აქტიურად საუბრობენ, რადგან გუნდი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა და ლა ლიგაშიც ბარსელონას მნიშვნელოვნად ჩამორჩება.