მადრიდის რეალის ლეგენდამ, ტონი კროოსმა, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ატლეტიკოსა და ბარსელონას დაპირისპირებაზე ისაუბრა.
არამგონია, ატლეტიკომ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლოს.
„ატლეტიკო თუ ბარსა? არ შეიძლება ორივემ წააგოს? მადრიდში გატარებული ათი წლის შემდეგ, არ მინდა, რომ რომელიმე მათგანმა გაიმარჯვოს.
თუმცა, თუ არჩევანის გაკეთება მომიწევს, ატლეტიკოს ავირჩევ, რადგან მომავალ წელს მათ იგივე შანსი აღარ ექნებათ.
არცერთი არ მძულს, მაგრამ რეალისადმი სიყვარულის გამო, მირჩევნია ლიგა არცერთმა მოიგოს“.
შეგახსენებთ, რომ ატლეტიკომ მეოთხედფინალში სწორედ ბარსელონა დაამარცხა და ახლა ნახევარფინალში ასპარეზობისთვის ემზადება, მაშინ როცა რეალი ტურნირს ბაიერნთან დრამატულ ბრძოლაში გამოეთიშა.