• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
კოპა დელ რეის ფინალის სავარაუდო შემადგენლობები
ფეხბურთიფეხბურთი

კოპა დელ რეის ფინალის სავარაუდო შემადგენლობები

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ატლეტიკო მადრიდი და რეალ სოსიედადი ესპანეთის თასის ფინალში, სევილიაში, ლა კარტუხას სტადიონზე დაუპირისპირდებიან. ორივე გუნდი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველი ტიტულის მოპოვებას ცდილობს. ატლეტიკო ფინალში 2013 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა, სოსიედადმა კი თასი 2021 წელს აღმართა.

მატჩის წინ პელეგრინო მატარაცო ოპტიმისტურად იყო განწყობილი და დაადასტურა, რომ ტაკეფუსა კუბო, მიკელ ოიარსაბალი და ხონ გოროტხატეგი სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად მზად არიან. არსენ ზახარიანი, ალვარო ოდრიოსოლა და იგორ ზუბელდია კი ამ მნიშვნელოვან შეხვედრას გამოტოვებენ.

ამავდროულად, დიეგო სიმეონემ აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მისი გუნდი რეალობას დაუბრუნდა და სრულად ფინალზეა კონცენტრირებული. სიმეონეს ერთადერთი დანაკლისი ხოსე მარია ხიმენესია, რომელმაც ტრავმა ვერ მოირჩინა.

მიუხედავად იმისა, რომ სამშაბათს ბარსელონასთან მატჩმა დიდი ენერგია წაიღო, MD-ის ცნობით, სიმეონე მხოლოდ ერთი ცვლილების განხორციელებას აპირებს. დაცვის ხაზში კლემან ლანგლეს ნაცვლად პუბილი დადგება. Diario AS ასევე ადასტურებს, რომ ნახევარდაცვაში მარკოს ლიორენტე და კოკე რესურექსიონი დარჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ ჯონი კარდოსო მწყობრშია.

რაც შეეხება სოსიედადს, მოსალოდნელია, რომ მატარაცო ნახევარდაცვის უფრო მყარ ვარიანტს აირჩევს. კარლოს სოლერი გოროტხატეგისა და ბენატ ტურიენტესის წინ ითამაშებს, რაც ლუკა სუჩიჩსა და ბრაის მენდესს სათადარიგოთა სკამზე დატოვებს. ფლანგებზე, მიუხედავად იმისა, რომ კუბო გამოჯანმრთელდა და ალავესთან 30 წუთიც ითამაშა, სავარაუდოდ კვლავ ანდერ ბარენეჩეა და გონსალო გედეში დაიწყებენ.

ზუბელდიას არყოფნის გამო, დაცვის ცენტრში ხონ მარტინის გვერდით ხორვატიის ნაკრების წევრი დუე ჩალეტა-ცარი დადგება, რაც, შესაძლოა, მათი ჩვეული შემადგენლობისთვის ერთადერთი სერიოზული დაბრკოლება იყოს.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

ატლეტიკო
დიეგო სიმეონე
კოპა დელ რეი
სოსიედადი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ატლეტიკო თუ სოსიედადი? სევილიაში კოპა დელ რეის ფინალი გაიმართება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ატლეტიკო თუ სოსიედადი? სევილიაში კოპა დელ რეის ფინალი გაიმართება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ხელოვნურმა ინტელექტმა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული იწინასწარმეტყველა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ხელოვნურმა ინტელექტმა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული იწინასწარმეტყველა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ორივე ვერ წააგებს?", - კროოსი ატლეტიკო ბარსელონას დაპირისპირებაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ორივე ვერ წააგებს?", - კროოსი ატლეტიკო ბარსელონას დაპირისპირებაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლაპორტა მსაჯებისადმი უკმაყოფილებაზე ჩეფერინს ესაუბრა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლაპორტა მსაჯებისადმი უკმაყოფილებაზე ჩეფერინს ესაუბრა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

2 სთ წინ

ატლეტიკო თუ სოსიედადი? სევილიაში კოპა დელ რეის ფინალი გაიმართება

News image

17 აპრ, 2026

ხელოვნურმა ინტელექტმა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული იწინასწარმეტყველა

News image

3 სთ წინ

„ორივე ვერ წააგებს?", - კროოსი ატლეტიკო ბარსელონას დაპირისპირებაზე

News image

16 აპრ, 2026

ლაპორტა მსაჯებისადმი უკმაყოფილებაზე ჩეფერინს ესაუბრა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება