მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
The Athletic-ის ინფორმაციით, ასტონ ვილა ახლოსაა, რომ მანჩესტერ იუნაიტედს მარკუს რაშფორდის ტრანსფერზე შეუთანხმდეს.
საუბარია ინგლისელი მოთამაშის იჯარის წესით გადასვლაზე ბირმინგემულ გუნდში. საბოლოო შეთანხმება მიღწეული ჯერ არ არის, რადგან მხარეები კონკრეტულ დეტალებს აგვარებენ.
იჯარა გათვალისწინებული სეზონის ბოლომდე იქნება, რაშფორდი უკვე ესაუბრა უნაი ემერისაც და იცის, რომ ასტონ ვილაში მისი გადასვლა სურთ.
27 წლის შემტევს რუბენ ამორიმის მანჩესტერში მისვლის შემდეგ პრობლემები შეექმნა და სამატჩო განაცხადებში ვეღარ ხვდება, შესაბამისად მას სათამაშო დრო საერთოდ აღარ აქვს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები