მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მარკუს რაშფორდით კომო ინტერესდება.
ტრანსფერის გაჩარხვაში კლუბს დახმარებას რაფა ვარანი გაუწევს, რომელიც რაშფორდთან ერთად იუნაიტედში თამაშობდა, ახლა კი კომოს ელჩია.
იწერება, რომ იტალიურ კლუბს რაშფორდის ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილების პრობლემა არ ექნება.
კომოს გარდა რაშფორდით ასევე ინტერესდება მილანი, იუვენტუსი და გალათასარაიც, თუმცა ინგლისელისთვის ტოპ-ჩემპიონატში დარჩენა პრიორიტეტული იქნება.
სერია ა-ს 18 ტურის შემდეგ 18 ქულით კომო მე-16 პოზიციას იკავებს, გუნდს სათავეში სესკ ფაბრეგასი უდგას.
იანვრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე რაშფორდის მომავალი ერთ-ერთი ყველაზე ცხელი და საინტერესო თემა იქნება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები