რატომ გამოეთიშა ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსს ნაადრევად?
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
აშშ-ში ცინცინატის 1000-ქულიანი მასტერსი სენსაციურად დაიწყო.
ტურნირის 1/32 ფინალში მსოფლიო რეიტინგის მე-5 ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი 50-ე ნომერ აგუსტინ ტიაგო ტირანტეს დაუპირისპირდა.
მატჩი 2 საათი და 44 წუთი გაგრძელდა და არგენტინელმა სერბი ლეგენდა სენსაციურად 3 სეტში (2-6, 6-4, 6-4) დაამარცხა.
მარცხის შემდეგ ჯოკოვიჩმა Sport Klub-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკვე წლებია ჯანმრთელობის პრობლემა აწუხებს:
„უპირველეს ყოვლისა, დღევანდელ მეტოქეს ვულოცავ. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ეს სასიამოვნო მატჩი ნამდვილად არ ყოფილა. ასე ვგრძნობდი თავს. ეს არც პირველი შემთხვევაა და არც უკანასკნელი იქნება. უბრალოდ, ასეა.“
პრობლემა პირობებში არ არის. მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემაა, რომელიც მაქვს. ამას უკვე მრავალი წელია ვებრძვი. ის ძალიან ბევრ პრობლემას მიქმნის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მაღალი ტენიანობა და სიცხეა.
ვიცოდი, რომ ეს პირობები ჩემზე გავლენას მოახდენდა, თუმცა ამას სხვა ფაქტორებიც ემატება, ნერვიულობა და ყველაფერი, რაც ასეთ მატჩს ახლავს თან. ეს ყველაფერი მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს და სწორედ ასე მოხდა ამჯერადაც.“ - განაცხადა სერბმა.