• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
მარტივად მოგებული ნახევარფინალები - უიმბლდონის ფინალი გაირკვა
ჩოგბურთიჩოგბურთი

მარტივად მოგებული ნახევარფინალები - უიმბლდონის ფინალი გაირკვა

10 ივლ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა უიმბლდონის ცენტრალურ კორტზე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.


იანიკ სინერმა 39 წლის ჯოკოვიჩი 6:4, 6:4, 6:4 დაამარცხა, სერბი ჩოგბურთელის მორიგი მცდელობა კი, 25-ე დიდი სლემის ტიტული მოეგო, მისთვის უკვე კარგად ნაცნობ დაბრკოლებას შეეჯახა.


სინერს ტურნირზე სეტი აღარ წაუგია მას შემდეგ, რაც პირველ წრეში, არცთუ დამაჯერებელი თამაშის ფონზე, მიომირ კეცმანოვიჩის დასამარცხებლად გადამწყვეტი სეტი დასჭირდა.


აღსანიშნავია, რომ უიმბლდონამდე იტალიელს ბალახის საფარზე არცერთ ტურნირში არ უთამაშია, რაც მის კარიერაში პირველად მოხდა.


24 წლის იტალიელი ფინალის ფავორიტად მიიჩნევა, სადაც საფრანგეთის ღია პირველობის ჩემპიონ ზვერევს დაუპირისპირდება.


სინერისთვის ეს დიდი სლემის ტურნირების მეშვიდე ფინალი იქნება. მან მსოფლიოს მე-3 ჩოგანთან ბოლო 9 შეხვედრა მოიგო.


სინერი დიდი სლემის მე-5 ტიტულის მოპოვებას ცდილობს, რაც მას თავისი დიდი მეტოქის, კარლოს ალკარასის მაჩვენებელთან ორ ტიტულამდე დააახლოებს. ალკარასი ამჟამად მაჯის ტრავმის გამო ვერ თამაშობს.


ჯოკოვიჩი კვლავ ცდილობდა მარგარეტ კორტთან არსებული თანაფარდობის დარღვევას და დიდი სლემის ერთეულთა თანრიგში მოპოვებული ტიტულების რაოდენობით ყველა დროის რეკორდსმენი გამხდარიყო.


თუმცა სერბ ჩოგბურთელს საკმარისი ძალა აღარ აღმოაჩნდა იმისთვის, რომ სინერისთვის სერიოზული წინააღმდეგობა გაეწია. იტალიელმა დომინანტური თამაში აჩვენა და ჯოკოვიჩის წინააღმდეგ 40 მომგებიანი დარტყმა შეასრულა.


უიმბლდონის მე-2 ფინალისტმა ალექსანდერ ზვერევმაც თავისი მატჩი 3 სეტში მოიგო და ბრიტანელი ფერი 7-6, 6-2, 6-4 დაამარცხა.


სინერისა და ზვერევის ფინალური მატჩი 12 ივლისს გაიმართება.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ჯოკოვიჩი
სინერი
უიმბლდონი
ზვერევი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მნიშვნელოვანი ტურნირი ვარსკვლავების გარეშე ჩაივლის

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

მნიშვნელოვანი ტურნირი ვარსკვლავების გარეშე ჩაივლის
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

რატომ გამოეთიშა ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსს ნაადრევად?

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

რატომ გამოეთიშა ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსს ნაადრევად?
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

ჯოკოვიჩმა კარიერის დასრულების თარიღი დაასახელა

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

ჯოკოვიჩმა კარიერის დასრულების თარიღი დაასახელა
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

,,რთული გადაწყვეტილების მიღება მოგვიწია" - სინერი US Open-ის შესახებ

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

,,რთული გადაწყვეტილების მიღება მოგვიწია" - სინერი US Open-ის შესახებ
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

News image

09 აგვ, 2026

მნიშვნელოვანი ტურნირი ვარსკვლავების გარეშე ჩაივლის

News image

16 აგვ, 2026

რატომ გამოეთიშა ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსს ნაადრევად?

News image

17 აგვ, 2026

ჯოკოვიჩმა კარიერის დასრულების თარიღი დაასახელა

News image

21 აგვ, 2026

,,რთული გადაწყვეტილების მიღება მოგვიწია" - სინერი US Open-ის შესახებ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება