ნოვაკ ჯოკოვიჩი Prime Video-ზე ახალი დოკუმენტური ფილმის, "Wolf in Winter"-ის პრემიერისთვის ემზადება.
სერბმა ლეგენდამ გამოცემა Sport-თან საუბრისას საკუთარ კარიერაზე, ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებასა და პენსიაზე წასვლის სავარაუდო თარიღზე ისაუბრა.
ჯოკოვიჩის თქმით, 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე კარლოს ალკარასის დამარცხება და ოქროს მედალი მის ცხოვრებასა და სპორტულ კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო. ამ მიღწევის ოჯახთან ერთად აღნიშვნამ და სამშობლოში ეროვნული დროშით დაბრუნებამ ეს მოგონება მისთვის განსაკუთრებული გახადა.
ჩოგბურთელმა კარიერის დასასრულზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასპარეზობის გაგრძელება 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებამდე სურს.
სერბი ვარსკვლავის თქმით, ამერიკული ტურნირი, შესაძლოა, მის კარიერაში ბოლო გაჩერება აღმოჩნდეს.
ამჟამად ჯოკოვიჩი ტურნირების რაოდენობას ამცირებს, რათა მეტი დრო ოჯახს დაუთმოს და სპორტულ ამბიციებსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსი შეინარჩუნოს.