მსოფლიოს პირველი ჩოგანი იანიკ სინერი მარჯვენა მუხლის ტრავმის გამო 2026 წლის აშშ-ის ღია პირველობას ჩაეხსნა.
საკუთარ გუნდთან ერთად მდგომარეობის დეტალურად შეფასების შემდეგ, სინერმა გადაწყვიტა, რომ სრულად გამოსაჯანმრთელებლად დამატებითი დრო სჭირდება.
,,მიუხედავად იმისა, რომ ჩემს გუნდთან და სამედიცინო პერსონალთან ერთად ბევრს ვმუშაობდი, საბოლოოდ რთული გადაწყვეტილების მიღება მოგვიწია - წელს აშშ-ის ღია პირველობაზე ასპარეზობას ვერ შევძლებ.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მონტე-კარლოში კორტზე ვარჯიში განვაახლეთ და მივხვდით, რომ მარჯვენა მუხლის პრობლემისგან სრულად გამოსაჯანმრთელებლად კიდევ მეტი დრო მჭირდება.
ცხადია, ძალიან დამწუხრებული და იმედგაცრუებული ვარ, რადგან ნიუ-იორკს ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ძალიან ველოდი იქ დაბრუნებას და იმ საოცარ ატმოსფეროში, შესანიშნავი გულშემატკივრების წინაშე თამაშს." - წერს იტალიელი ჩოგბურთელი სოციალურ ქსელში.
წლის ბოლო გრანდ სლემი 30 აგვისტოს დაიწყება და 13 სექტემბრამდე გაგრძელდება.
HERE WE GO! - კარლოს ალკარასი ბრუნდება