იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
HERE WE GO! - კარლოს ალკარასი ბრუნდება
ჩოგბურთიჩოგბურთი

HERE WE GO! - კარლოს ალკარასი ბრუნდება

20 აგვ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

23 წლის კარლოს ალკარასისთვის, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-3 ადგილს იკავებს, გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა.


138-დღიანი უქმობის შემდეგ, დიდი სლემის ტურნირების 7-გზის ჩემპიონი მარჯვენა მაჯის ტრავმისგან გამოჯანმრთელდა და აშშ-ის ღია პირველობაზე ითამაშებს.


დაზიანება მან 14 აპრილს, Barcelona Open-ის პირველ წრეში, ოტო ვირტანენთან მატჩის დროს მიიღო.


ალკარასის თავდაპირველი მიზანი 13 აგვისტოს, ცინცინატის მასტერსზე დაბრუნება იყო, თუმცა მან ესპანეთში დარჩენა და ვარჯიშის გაგრძელება გადაწყვიტა. ამერიკაში გამგზავრება ნაადრევი იქნებოდა, რადგან ბურთზე დარტყმას ჯერ კიდევ სრული თავისუფლებით ვერ ახერხებდა.


ნამდვილი გამოცდა ამ კვირაში შედგა, როდესაც ჰოლგერ რუნესთან ვარჯიშებისას US Open-ის პირობების იმიტაცია მოახდინა. ზოგიერთი სავარჯიშო სესია 4 საათამდეც კი გრძელდებოდა.


ამ ხუთშაბათს კი საბოლოო ტესტი ჩატარდა, რომელმაც კარლიტოსი და მისი გუნდი დაარწმუნა, რომ ის ოფიციალურ შეჯიბრებებში დასაბრუნებლად მზადაა.


ალკარასი მომავალი კვირის დასაწყისში ნიუ იორკში ჩავა, სადაც სეზონის ბოლო დიდი სლემის სხვა მონაწილეებთან ერთად უმაღლეს დონეზე მოემზადება.


ესპანელი ჩოგბურთელი ამგვარად ტიტულისა და 2 000 სარეიტინგო ქულის დაცვის შესაძლებლობას მიიღებს. ტრავმის გამო უქმობის პერიოდში მან ჯამში 6 130 ქულის დაცვა ვერ მოახერხა.


მისი მთავარი მეტოქის, იანიკ სინერის US Open-ზე მონაწილეობა კი მუხლის ტრავმის გამო კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა.


კარლოს ალკარასმა კორტზე დაბრუნების ინფორმაცია გულშემატკივრებს ცნობილ სპორტულ ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოსთან კოლაბორაციით აცნო და ცნობილი ფრაზა დაწერა - HERE WE GO!


თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ალკარასი
აშშ-ის ღია პირველობა
ფაბრიციო რომანო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: კარლოს ალკარასი ტოკიოს ტურნირის ფინალშია

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

VIDEO: კარლოს ალკარასი ტოკიოს ტურნირის ფინალშია
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

VIDEO: პირველად 1994 წლის შემდეგ - ალკარასის ისტორიული ჩემპიონობა

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

VIDEO: პირველად 1994 წლის შემდეგ - ალკარასის ისტორიული ჩემპიონობა
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

,,გული ძალიან დამწყდა" - ფაბრიციო რომანო კვარაცხელიას ტრავმაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,გული ძალიან დამწყდა" - ფაბრიციო რომანო კვარაცხელიას ტრავმაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტოპ 100 - რომელ ადგილზეა ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში?

•ქართული

ქართული

ტოპ 100 - რომელ ადგილზეა ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში?
•ქართული

ქართული

News image

05 ოქტ, 2026

VIDEO: კარლოს ალკარასი ტოკიოს ტურნირის ფინალშია

News image

06 ოქტ, 2026

VIDEO: პირველად 1994 წლის შემდეგ - ალკარასის ისტორიული ჩემპიონობა

News image

21 ოქტ, 2026

,,გული ძალიან დამწყდა" - ფაბრიციო რომანო კვარაცხელიას ტრავმაზე

News image

15 სთ წინ

ტოპ 100 - რომელ ადგილზეა ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება