რეალის წარმომადგენლები გასული წლის დეკემბერში ზინედინ ზიდანს დაუკავშირდნენ.
As-ის ინფორმაციით, რეალის წარმომადგენლები გასული წლის დეკემბერში ზინედინ ზიდანს დაუკავშირდნენ და გუნდის მესამედ გაწვრთნა შესთავაზეს.
გუნდიდან ჩაბი ალონსოს წასვლა წინასწარ იყო გადაწყვეტილი, თუმცა იმ მომენტისთვის იდეალური შემცვლელის პოვნა ვერ მოხერხდა, რის გამოც მწვრთნელი გუნდთან ერთად საუდის არაბეთში, ესპანეთის სუპერთასზე გაემგზავრა. საბოლოოდ, არჩევანი ალვარო არბელოას სასარგებლოდ გაკეთდა და ალონსო იანვარში დაითხოვეს.
ზიდანს რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტის მესამედ დაკავება შესთავაზეს, თუმცა ამას ხელი უკვე არსებულმა შეთანხმებამ შეუშალა, რომლის მიხედვითაც მან საფრანგეთის ნაკრები უნდა ჩაიბაროს დიდე დეშამის წასვლის შემდეგ.
აღინიშნება, რომ ზიდანის ერთგულება რეალის მიმართ ეჭვგარეშეა, თუმცა შესაძლო დაბრუნებაზე დაკავშირება ზედმეტად გვიან მოხდა და ზიზუმ თავის სიტყვაზე გადაბიჯება არ მოისურვა.
ფრანგი სპეციალისტი მადრიდს 2016-დან 2018 წლამდე და 2019-დან 2021 წლამდე ხელმძღვანელობდა. კლუბის სათავეში ყოფნისას მან 11 ტიტული მოიგო.