ლივერპული პარი სენ-ჟერმენთან ბრედლი ბარკოლასთვის 120 მილიონზე შეთანხმდა.
ზაფხულის განმავლობაში განხორციელებული ტრანსფერებისა და ვიქტორ მუნიოზის დამატების მიუხედავად, მთავარმა მწვრთნელმა ანდონი ირაოლამ აღნიშნა, რომ გუნდს ფლანგებზე მაღალი დონის მოთამაშეები ესაჭიროება, რომლებიც განსხვავების შექმნასა და დაცვითი ფუნქციების შესრულებას შეძლებენ.
ბარკოლამ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 21 გოლი და იმდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე 3 გოლი გაიტანა.
მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერის ფასი მაღალია და კლუბი პარალელურად ისმაილა სარის დამატებითაც ინტერესდება, ირაოლას იმედი აქვს, რომ ფრანგი შემტევი გუნდის სისტემას სრულყოფილად მოერგება და მოლოდინებს გაამართლებს.
ირაოლას ტაქტიკური სქემა მკაცრად მოითხოვს ისეთ შემტევებს, რომლებსაც არა მხოლოდ გამანადგურებელი სიჩქარე და სივრცეებში თამაშის უნარი აქვთ, არამედ მზად არიან შავი სამუშაოსთვის - მაღალი პრესინგისა და მცველების უკან დაუღალავი დევნისთვის.
ლივერპულში ფიქარობენ, რომ ბარკოლა ზუსტად აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს. მიუხედავად იმისა, რომ 100-დან 120 მილიონამდე მერყევი ტრანსფერი დიდ ფინანსურ რისკთან და ფასების ზოგად ინფლაციასთან არის დაკავშირებული, პარიზული კლუბის ყოფილი ვარსკვლავი აერთიანებს ყველაფერს, რასაც ბასკი სპეციალისტი ეძებდა - ტექნიკას, მაღალ შედეგიანობასა და მწვრთნელის ტაქტიკურ პრინციპებთან თავსებადობას.