საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურში პსჟ ლილს ესტუმრება და ახალი სეზონის პირველი გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
ლუის ენრიკეს გუნდმა ჩემპიონატი რენთან დრამატული ფრით (2:2) დაიწყო, თუმცა ასტონ ვილას დამარცხებით უეფას სუპერთასი მოიპოვა და ახლა შიდა პირველობაზეც წარმატების მიღწევას ცდილობს.
პარიზელებს რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე დააკლდებათ. უსმან დემბელეს მთავარმა მწვრთნელმა ერთკვირიანი დასვენება მისცა და განაცხადიდან ამოიღო, ნუნუ მენდეში დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს, ხოლო ბრედლი ბარკოლა და იბრაჰიმ მბაე ტრავმების გამო გამოაკლდებიან თამაშს.
ამის ფონზე, გუნდის მაისურით ძირითადიდან სადებიუტო მატჩის დაწყება ფერან ტორესს მოუწევს, რომელმაც რენის წინააღმდეგ შეცვლაზე შესვლისას დუბლი შეასრულა. ესპანელი შემტევი შეტევის ხაზში ხვიჩა კვარაცხელიასთან და დეზირე დუესთან ერთად იმოქმედებს.
მიუხედავად იმისა, რომ წინა თამაშში ენრიკემ კვარაცხელია და დემბელე პირველი ტაიმის შემეგ გაიყვანა და გაკიცხა კიდეც, ლილთან კვარა სასტარტოში მაინც მოიაზრება.
ენრიკე კვარას და დემბელეს აფრთხილებს: "ასე თუ მოიქცევი, ვეღარაფერს მოიგებ"
პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა: საფონოვი; ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, ერნანდესი; ვიტინია; ზაირ-ემერი, ნევეში; დუე, ტორესი, კვარაცხელია.