• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
რეალის შიდა სამზარეულო: რა ელის არბელოას?
ფეხბურთიფეხბურთი

რეალის შიდა სამზარეულო: რა ელის არბელოას?

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მიუნხენის ბაიერნთან მარცხის შემდეგ, თითქმის გარანტირებულია, რომ რეალი სეზონს მნიშვნელოვანი ტიტულის გარეშე ზედიზედ მეორედ დაასრულებს.


მადრიდელები ლა ლიგაში მოქმედ ჩემპიონ ბარსელონას 9 ქულით ჩამორჩებიან, სეზონის დასრულებამდე კი 7 თამაშია დარჩენილი.


არბელოას საკითხი



მიუხედავად პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან ახლო ურთიერთობისა, ალვარო არბელოას პოსტზე დარჩენის შანსები მცირეა. ზოგიერთი წყარო სიფრთხილეს იჩენს და ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, თუმცა ისტორიულად ცნობილია, რომ მწვრთნელი მადრიდში ტიტულის გარეშე ვერ დარჩება.


The Athletic-ის ინფორმაციით, არბელოამ გუნდის საწვრთნელ ბაზაზე მოულოდნელი შეხვედრა გამართა და რთული სეზონის შემდეგ ერთიანობისა და თავდადების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. რამდენიმე ფეხბურთელმა ბოლო დღეებში არბელოასა და მისი შტაბის მიმართ საჯარო მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ სურთ მწვრთნელმა მუშაობა გააგრძელოს.


ორშაბათ დილით გამართულ პრესკონფერენციაზე არბელოამ განაცხადა:


ჩემი მომავალი უფრო მეტად კლუბზეა დამოკიდებული, ვიდრე ჩემზე... მე ვფიქრობ, რომ მადრიდში არა მხოლოდ წაგებაა მიუღებელი, არამედ მოგებაც კი არ არის ხანდახან საკმარისი, რადგან აქ მოთხოვნის დონე მაქსიმალურია.


ვინ ჩაანაცვლებს არბელოას?



მთავარ კანდიდატად აშშ-ის ნაკრების მწვრთნელი, მაურიციო პოჩეტინო უნდა ჩაითვალოს. მის სახელს კლუბის გარშემო ყველაზე ხშირად ახსენებენ. პოჩეტინო პერესს ძალიან მოსწონს, მისი კონტრაქტი კი აშშ-სთან ამ ზაფხულის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ იწურება.

მიუხედავად იმისა, რომ იურგენ კლოპმა და მისმა აგენტმა ბოლო თვეებში რამდენჯერმე უარყვეს მისი მადრიდში გადასვლა, ლივერპულის ყოფილ მწვრთნელს მაინც ჰყავს თაყვანისმცემლები რეალში.

ერთ-ერთ კანდიდატად ასევე დასახელდა დიდიე დეშამი. 57 წლის სპეციალისტი საფრანგეთის ნაკრებს 2012 წლიდან უდგას სათავეში და მისი კონტრაქტიც მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ იწურება.


რას უნდა ველოდოთ მადრიდისგან შემდეგ ეტაპზე?


წესით არბელოა მწვრთნელის პოსტს სეზონის ბოლომდე შეინარჩუნებს. მოსალოდნელია შეხვედრა საბჭოსა და არბელოას შორის, პერესი კი კლუბში არსებულ სიტუაციაზე საჯარო განცხადების გაკეთებას განიხილავს სეზონის დასრულებამდე.

ასევე იგეგმება მნიშვნელოვანი დისკუსიები იმ მოთამაშეებზე, რომლებსაც კონტრაქტები ეწურებათ. ასეთები არიან კაპიტანი დანი კარვახალი და ანტონიო რუდიგერი. დავიდ ალაბა კი კლუბს დატოვებს, რადგან, როგორც ცნობილია, მისი ხელშეკრულების განახლებას არ აპირებენ.


კიდევ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ კვირაში?


საინტერესო იქნება ფანების რეაქცია სანტიაგო ბერნაბეუზე სამშაბათს, დეპორტივო ალავესის წინააღმდეგ მატჩისას. მადრიდელი ფანები ამ სეზონში ხშირად უსტვენდნენ გუნდს, მათ შორის ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან კილიან მბაპე, ვინისიუს ჯუნიორი და ჯუდ ბელინგემი.

მას შემდეგ, რაც ალონსო გაათავისუფლეს და მადრიდი კოპა დელ რეიდან მეორე დივიზიონის ალბასეტემ გამოაგდო (არბელოას პირველივე მატჩში), ფანებისგან მოწოდებები გაისმა პერესის გადადგომის შესახებ, რაც წლებია არ მომხდარა.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

არბელოა
დიდიე დეშამი
ფლორენტინო პერესი
ლა ლიგა
კლოპი
პოჩეტინო
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

კამავინგა წითელი ბარათის მიღების შემდეგ ატირდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კამავინგა წითელი ბარათის მიღების შემდეგ ატირდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალი მოურინიოს დაბრუნებას სერიოზულად განიხილავს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალი მოურინიოს დაბრუნებას სერიოზულად განიხილავს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

არბელოა: „მსაჯმა აშკარა უხეში შეცდომა დაუშვა"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არბელოა: „მსაჯმა აშკარა უხეში შეცდომა დაუშვა"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ენდრიკი იუნაიტედზე: „ეს კლუბი რონალდუს გამო ჩემს გულშია“

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ენდრიკი იუნაიტედზე: „ეს კლუბი რონალდუს გამო ჩემს გულშია“
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

11 სთ წინ

კამავინგა წითელი ბარათის მიღების შემდეგ ატირდა

News image

11 სთ წინ

რეალი მოურინიოს დაბრუნებას სერიოზულად განიხილავს

News image

10 სთ წინ

არბელოა: „მსაჯმა აშკარა უხეში შეცდომა დაუშვა"

News image

8 სთ წინ

ენდრიკი იუნაიტედზე: „ეს კლუბი რონალდუს გამო ჩემს გულშია“

კომენტარები

ლინკის დაკოპირება