ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, სერია A-ს 31-ე ტურის შემდეგ გუნდის შანსები შეაფასა.
მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლელები მეორე ადგილზე იმყოფებიან, ლიდერ ინტერამდე სხვაობა საკმაოდ დიდია — 7 ქულა.
„რეალისტები უნდა ვიყოთ. ჩვენ არცერთი შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს და ამავდროულად უნდა ვიმედოვნოთ, რომ ინტერი არაერთხელ წაიბორძიკებს. მათი შედეგებიდან გამომდინარე, ეს ნაკლებად სავარაუდოა. ინტერს ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, ისინი დამსახურებულად ლიდერობენ, ჩვენ კი უბრალოდ ტემპი არ უნდა შევანელოთ.
სკუდეტოს ბოლომდე დავიცავთ. ბოლო თვეების განმავლობაში ეს არ გამოგვდიოდა, მაგრამ ახლა საკუთარ ბედზე კონტროლი დავიბრუნეთ და გვსურს ასე გავაგრძელოთ, ხმამაღალი განცხადებების გარეშე.
ჩემპიონთა ლიგის საგზური ჯერ კიდევ მოსაპოვებელია. ეს ჩვენი მთავარი მიზანია, რადგან ყველამ იცის, რა ფინანსური სარგებელი მოაქვს ამ ტურნირში მონაწილეობას.“ — აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.