იუვენტუსმა მიკელე დი გრეგორიო ძირითადი შემადგენლობიდან ამოიღო, თუმცა ჯენოას წინააღმდეგ მატჩში მან შესვენებისას მატია პერინი შეცვალა.
ბიანკონერიმ, როგორც ჩანს, ბოლო დროს მეკარეების იერარქია შეცვალა. მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ სეზონი დი გრეგორიოთი დაიწყო, თუმცა მთელი რიგი შეცდომების შემდეგ არჩევანი პერინზე შეაჩერა. მონცას ყოფილი მეკარე ზედიზედ ექვსი მატჩის განმავლობაში (სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაში) სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ის მოედანზე 21 თებერვლის შემდეგ, კომოსთან მარცხის (2:0) მერე არ გამოჩენილა.
დი გრეგორიო 31-ე ტურის შეხვედრაშიც სათადარიგოში იყო, თუმცა მოულოდნელად მეორე ტაიმში თამაშში ჩაერთო.
Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ცვლილების მიზეზი პერინის ჯანმრთელობა გახდა. მეკარემ წვივის კუნთის ტკივილი იგრძნო. სამედიცინო შტაბმა გადაწყვიტა, რომ მდგომარეობის გაუარესების რისკზე წასვლა არ ღირდა, რის გამოც შესვენებისას მოედანზე დი გრეგორიო გამოვიდა.