იტალიის სერია ა-ს 31-ე ტურში იუვენტუსმა საკუთარ მოედანზე ჯენოა მიიღო.
ტურინელებმა მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს. მე-4 წუთზე ანგარიში ბრემერმა გახსნა, მე-17 წუთზე კი სხვაობა ორამდე ვესტონ მაკკენიმ გაზარდა.
იუვენტუსმა ჯენოა 2-0 დაამარცხა და და ცხრილში მე-4 ადგილზე მყოფ კომოს, რომელმაც უდინეზესთან 0-0 ითამაშა, 1 ქულაში მიუახლოვდა.
ეს გამარჯვება საიუბილეო იყო ლუჩიანო სპალეტისთვის, რომელმაც სერია ა-ში მე-300 მატჩი მოიგო და გახდა მე-4 მწვრთნელი, რომელმაც ეს შეძლო.
სპალეტი ჯოვანი ტრაპატონის (352), მასიმილიანო ალეგრისა (320) და ნერეო როკოს (302) ლეგენდარულ სიას შეუერთდა.