მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჟურნალისტ ედუ აგირეს ინფორმაციით, საუდის არაბეთის კლუბმა როდრიგოს თაობაზე რეალს შეთავაზება გაუკეთა.
როგორც ირკვევა, ნეიმარის წასვლის შემდეგ, ალ ჰილალს გუნდის მთავარ სახედ სწორედ როდრიგოს მიყვანა სურდა.
აზიელებმა რეალს ფეხბურთელის სანაცვლოდ 300 მილიონი ევრო შესთავაზეს, თავად ფეხბურთელს კი - წლიურად 140 მილიონი ევრო. თუმცა, შეთავაზება ორივემ უარყო.
მადრიდის რეალის გეგმებში როდრიგოს გაყიდვა არ შედის და კლუბი არცერთ შეთავაზებას არ დაეთანხმება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ წასვლას თავად ფეხბურთელი მოითხოვს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები