პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ (PFA) პრემიერ ლიგის წლის მოთამაშედ მოჰამედ სალაჰი დაასახელა.
ეგვიპტელი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც აღნიშნული ჯილდო 3-ჯერ მოიგო. სალაჰი წლის ფეხბურთელად 2018, 2022 და 2025 წლებში დასახელდა.
სალაჰთან ერთად აქამდე PFA-ის წლის მოთამაშის ჯილდოს მფლობელები 2-ჯერ მარკ ჰიუზი, ალან შირერი, ტიერი ანრი, კრიშტიანუ რონალდუ, გარეტ ბეილი და კევინ დე ბრუინი იყვნენ.
ლივერპულის ეგვიპტელმა შემტევმა პრემიერ ლიგის გასულ სეზონში 29 გოლი და 18 საგოლე გადაცემა მიითვალა, რითიც გათამაშების ბომბარდირი და საუკეთესო ასისტენტი გახდა.
ლივერპულის 4 მოთამაშე - PFA-მ პრემიერ ლიგის წლის გუნდი დაასახელა
