ალექსანდერ ისაკმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.
"ამაყი ვარ, რომ ჩემი კოლეგების მიერ აღიარებული ვარ და მოვხვდი PFA-ს პრემიერ ლიგის 2024/25 წლების სეზონის სიმბოლურ ნაკრებში.
პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს და ყველას ნიუკასლ იუნაიტედში, ვინც ამ გზაზე მხარს მიჭერდა.
დღეს ცერემონიაზე არ ვარ. მიმდინარე გარემოებების ფონზე, იქ ყოფნა სწორად არ მიმაჩნდა.
დიდხანს ვდუმდი, სანამ სხვები ლაპარაკობდნენ. ამ სიჩუმემ მისცა ხალხს საშუალება, საკუთარი ვერსია განევითარებინათ, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ – ეს რეალურად არ ასახავდა იმას, რაც კულისებს მიღმა ითქვა და შეთანხმდა.
რეალობა ისაა, რომ დაპირებები იყო დათქმული და კლუბს დიდი ხანია ჩემს პოზიციაზე აქვს ინფორმაცია. ახლა ისე წარმოდგენა, თითქოს ეს საკითხები მხოლოდ ახლაღა ჩნდება, შეცდომაში შეყვანაა.
როდესაც დაპირებები ირღვევა და ნდობა იკარგება, ურთიერთობა ვეღარ გაგრძელდება. სწორედ ამ სიტუაციაში ვართ ახლა — და ამიტომაც ცვლილება არის ყველას ინტერესებში, არა მხოლოდ ჩემში." - წერს შვედი ფეხბურთელი.
ალექსანდერ ისაკს ნიუკასლის დატოვება და ლივერპულში გადასვლა სურს.
ლივერპულის 4 მოთამაშე - PFA-მ პრემიერ ლიგის წლის გუნდი დაასახელა