მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
12 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კარლო ანჩელოტი არდა გიულერის დაცვაში თამაშით უკმაყოფილოა.
Relevo-ს ინფორმაციით, იტალიელ სპეციალისტს ვარჯიშებზე 19 წლის შემტევის მუშაობა არ მოსწონს და მისგან დაცვით ასპექტში უფრო დიდ ინტენსივობას ითხოვს.
ანჩელოტიმ გიულერს უკვე აგრძნობინა, რომ მისგან გაუმჯობესებას ელოდება. მწვრთნელი ამჩნევს, რომ ფეხბურთელი ცდილობს და გარკვეულ პროგრესსაც მიაღწია დაცვითი თამაშის კუთხით, თუმცა ჯერჯერობით არასტაბილურია.
სავარაუდოდ, ამას უკავშირდება ის ფაქტიც, რომ თურქ ფეხბურთელს რეალის ბოლო 5 მატჩში არცერთი წუთი არ უთამაშია - ბოლოს ის ლეგანესთან თასის 1/4 ფინალში (3:2) გამოჩნდა მოედანზე.
გიულერმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 1 გოლი და 3 ასისტი მიითვალა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები