4 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სუპერთასის ფინალში გასამართი კლასიკოს წინ, კარლო ანჩელოტიმ თავისი ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე ისაუბრა.
მოდრიჩმა მალიორკასთან ნახევარფინალი ვირუსული ინფექციის გამო გამოტოვა, ბელინგემა და ჩუამენიმ კი დისკომფორტი უშუალოდ მატჩისას იგრძნეს.
„ჯუდ ბელინგემი მწყობრშია და ფინალისთვის მზად არის, ის ბოლომდე მომჯობინდა. იგივე შემიძლია ვთქვა მოდრიჩსა და ჩუამენიზეც.
ჯუდი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა კარგი სვლა აქვს. ბოლო პერიოდში, მოედანზე სხვაობას ყველაზე მეტად ის ქმნის." - აღნიშნა ანჩელოტიმ.
სუპერთასის ფინალში რეალისა და ბარსელონას დაპირისპირება ხვალ, 12 იანვარს, 23:00-ზე დაიწყება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები