4 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მიუხედავად იმისა, რომ მატს ჰუმელსი რომას ორი თვის წინ შეუერთდა, ფეხბურთელი უკვე გუნდის დატოვებაზე ფიქრობს.
მიმდინარე სეზონში გერმანელ ვეტერანს სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლევა და როცა მიეცა, მისი გუნდი ფიორენტინასთან განადგურდა, მან თავად კი ავტოგოლი გაიტანა.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბის დატოვება და ბუნდესლიგაში დაბრუნება სურს.
მშობლიურ ჩემპიონატში ჰუმელსს ბაიერნსა და დორტმუნდში აქვს ნათამაშები - ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ფინალისტის რიგები მან სეზონის ბოლოს, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები