როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ კრიშტიანუ რონალდუმ საკუთარი იუთუბ არხი გახსნა, რომელსაც ამ მომენტისთვის 67 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
ფეხბურთელის თქმით, მისი მომდევნო სტუმარი ძალიან საინტერესო იქნება.
„ჩემი შემდეგი იუთუბ არხის სტუმარი ინტერნეტს დაანგრევს." - აღნიშნა რონალდუმ.
აქამდე ფეხბურთელს თავის არხზე სტუმრის სტატუსით ყოფილი თანაგუნდელი, რიო ფერდინანდი ჰყავდა მიწვეული.