მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ აზიის ჩემპიონთა ლიგის მეორე დივიზიონის მეოთხედფინალში ალ ვასლის წინააღმდეგ გაიტანა (4:0), მატჩის მთავარ თემად მისი დაუჯერებელი აცილება იქცა.
ალ ნასრის 41 წლის ვარსკვლავმა რამდენიმე მეტრიდან, ცარიელი კარის წინ, თავური დარტყმით ბურთი ხარიხას გადააცილა.
სოციალურ ქსელებში გულშემატკივრებმა პორტუგალიელი მკაცრად გააკრიტიკეს. ზოგიერთმა მას „დამთავრებული“ უწოდა, სხვებმა კი აღნიშნეს, რომ მისი თავით თამაშის უნარი საგრძნობლად დაქვეითდა. სტატისტიკაც ამაზე მეტყველებს: მიმდინარე სეზონში გატანილი 26 გოლიდან რონალდუმ თავით მხოლოდ 3 გაიტანა.
იუხედავად კრიტიკისა, რონალდუ საუდის არაბეთის პრო ლიგაში კვლავ იბრძვის „ოქროს ბუცისთვის“ 24 გოლით, ის მხოლოდ სამით ჩამორჩება ლიდერ ივან ტონის. პარალელურად, ალ ნასრი ჩემპიონატს 8-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიშტიანუ საუდის არაბეთში პირველ დიდ ტიტულთან ძალიან ახლოსაა, 2022 წლის დეკემბერში ალ ნასრში გადასვლის შემდეგ.