კილიან მბაპემ 2025/26 სეზონის ჩემპიონთა ლიგის გათამაშება 15 გოლით დაასრულა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფრანგი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუს ყველა დროის რეკორდს ვერ მოხსნის.
პორტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგის ერთ გათამაშებაში რეკორდი 2013/14 სეზონში დაამყარა, როცა ტურნირი 17 გოლით დაასრულა.
ბაიერნთან გატანილი გოლი მბაპესთვის მე-15 აღმოჩნდა, რითაც ის რონალდუს რეკორდს კიდევ უფრო მიუახლოვდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ფრანგი ტურნირს გამოემშვიდობა, კრიშტიანუს რეკორდი ხელუხლებელი რჩება.
ახლა ამ რეკორდის დამხობასთან შედარებით ახლოს ჰარი კეინია, რომელსაც 12 გოლი აქვს მიმდინარე გათამაშებაში, თუმცა დარჩენილ პოტენციურ 3 თამაშში 5 ან მეტი გოლის გატანა პრაქტიკულად შეუძლებელ ამოჩანად მოსჩანს.
შესაბამისად, რონალდუს რეკორდი მინიმუმ მომდევნო სეზონამდე დიდი ალბათობით ხელუხლებელი დარჩება.