-
Aa
+
ფონტის ზომა
ალ ნასრმა რაფაელ ლეაუს შეძენა სცადა.
როგორც ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, კლუბი, რომელშიც კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს, შეტევის გასაძლიერებლად ვინგერის ძიებაში იმყოფება.
ამ კვირაში კლუბი, რომელიც მზად არის, ამ პოზიციის გაძლიერებაში 70-დან 85 მილიონ ევრომდე დახარჯოს, მილანს რაფა ლეაუს თაობაზე დაუკავშირდა.
თუმცა, როსონერიმ მოლაპარაკებების გამართვაც კი არ მოისურვეს. გამომდინარე იქიდან, რომ სატრანსფერო ფანჯარა საუდის არაბეთშიც მალე იხურება, კლუბს ძალიან ცოტა ვარიანტი რჩება.
შეგახსენებთ, რომ ალ ნასრს ამჟამად სათავეში სტეფანო პიოლი უდგას - მილანის და რაფა ლეაუს ყოფილი მწვრთნელი, რომელმაც იტალიური გრანდი გასული სეზონის ბოლოს დატოვა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები