მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კარლ ჰაინც რუმენიგე ფეხბურთში გადატვირთულ კალენდარს თავად ფეხბურთელებს აბრალებს.
„ფეხბურთელები წუწუნს უნდა მოეშვან.
ყველანაირი მოლაპარაკებები ახალ კონტრაქტზე, რომელსაც ბოლო პერიოდში ვაკვირდებოდი, ერთი მიმართულებით მიმდინარეობს: ფეხბურთელები უფრო, უფრო და უფრო მეტს და უფრო სწრაფად ითხოვენ. თუმცა, ეს ფული საიდანმე ხომ უნდა მოდიოდეს?
კიდევ კარგია, რომ გერმანულმა ლიგამ ტელეუფლებებიდან შემოსული შემოსავალი შეინარჩუნა და 2%-ით გააუმჯობესა კიდეც. მაგრამ, ფეხბურთელები და მათი აგენტები სულ უფრო და უფრო მეტს ითხოვენ, ამიტომ ეს 2% დიდხანს ვერ გაჩერდება.
მაშინ, ფული სხვა ტურნირებიდან უნდა გამოიმუშავო, ისეთიდან, როგორიც ახალი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატია.
ეს არის ხაფანგი, რომელშიც ფეხბურთელებმა თავი თავად ჩაიგდეს." - აღნიშნა ბაიერნის სადამკვირვებლო საბჭოს წევრმა Bild-თან ინტერვიუში.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები