Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
4 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეინ რუნის აზრით, მანჩესტერ იუნაიტედს ლიდერები აკლია.
„ვიტყოდი, რომ გასახდელში 5 ფეხბურთელი უნდა იყოს, რომელსაც გუნდის წაყოლა შეუძლია. დღევანდელი მანჩესტერის შემხედვარე, კითხვა გიჩნდება, ვინ არის ამ გუნდის ლიდერი საერთოდ? ვიცი, რომ კაპიტანი ბრუნოა, მაგრამ ლიდერი?
ამაზე რამდენიმე კვირის წინ ვილაპარაკე, როცა მარკუს რაშფორდს მისი სხეულის ენის გამო აკრიტიკებდნენ. მგონია, რომ ის ყოველთვის ასეთი იყო. არ მინახავს, რომ მოედანზე რაიმეს ლაპარაკობდეს. არადა, უფროსი ფეხბურთელები მისგან სწორედ ამას უნდა ითხოვდნენ. ერთადერთი ეს არის, რასაც უბრალოდ ვერ ვხვდები.
ყოველთვის, როცა მანჩესტერ იუნაიტედი გოლს უშვებს, ისინი ეგრევე ნებდებიან და ფიქრობენ, რომ თამაშში დაბრუნება უკვე შეუძლებელია." - აღნიშნა ემიუს ექს-ფორვარდმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები