მიალბი იბერიასთან მატჩს სერიოზული პრობლემებით ხვდება.
მალე თბილისი უეფას კონფერენს ლიგის ძირითადი ფაზის მატჩს უმასპინძლებს. 22 ოქტომბერს, 20:45 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ჩემპიონი იბერია 1999 მიალბის მიიღებს.
მიალბი, რომელიც შვედეთის მოქმედი ჩემპიონია, შვედეთის ჩემპიონატში (ოლსვენსკანში) უმძიმეს დღეშია. 24 ტურის შემდეგ გუნდს 23 ქულა აქვს, მე-12 ადგილს იკავებს და ელიტაში დარჩენისთვის იბრძვის.
გუნდს შვედეთის პირველობაში 8-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. მორიგი მარცხისა და წარუმატებელი სერიის ფონზე, გუნდის 36 წლის გამოცდილმა მცველმა, ტომ პეტერსონმა, მატჩისშემდგომ კომენტარში ემოციები ვერ დამალა:
შეიძლება არ დაგვიჯეროთ, მაგრამ ყოველდღიურად, ყოველ წამს ვშრომობთ, რომ ეს მდგომარეობა, რომელიც სულაც არ არის სახალისო, გამოვასწოროთ. არ უნდა დავუშვათ, რომ შევწყვიტოთ ბრძოლა. ჩვენივე შექმნილი პრობლემები ჩვენვე უნდა გამოვასწოროთ. ახლა რომ მკითხოთ, საერთოდ არ მსურს საქართველოში წასვლა და კონფერენს ლიგაზე თამაში. ახლა აქ ვარ იმედგაცრუებული და გაბრაზებული.
იბერიას ისტორიული საშინაო შეხვედრის ბილეთების მათი შეძენა შესაძლებელია ამ ბმულზე.