პრემიერ ლიგის ახალი სეზონის გახსნით მატჩში ენფილდზე ლივერპულმა ბორნმუთი 4-2 დაამარცხა.
VIDEO: ლივერპულმა პრემიერ ლიგა უხვგოლიან მატჩში გამარჯვებით დაიწყო
მერსისაიდელთა მხრიდან მე-4 გოლი მოჰამედ სალაჰმა გაიტანა, რომელიც პრემიერ ლიგაში მისთვის 187-ე აღმოჩნდა.
ამ შედეგით ეგვიპტელმა პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა და ენდი კოულს გაუთანაბრდა.
1. ალან შირერი - 260
2. ჰარი კეინი - 213
3. უეინ რუნი - 208
4. ენდი კოული, მოჰამედ სალაჰი - 187
6. სერხიო აგუერო - 184
ამასთან სალაჰმა პრემიერ ლიგის პირველ ტურში მე-10 გოლი გაიტანა, რითიც საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.
1. მოჰამედ სალაჰი - 10
2. უიენ რუნი, ალან შირერი, ჯეიმი ვარდი, ფრენკ ლამპარდი - 8
VIDEO: სალაჰის ემოციები ჟოტასადმი მიძღვნილ სიმღერაზე