Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლივერპული და მო სალაჰი ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს უახლოეს პერიოდში დაიწყებენ.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფეხბურთელით მერსისაიდულ კლუბში კმაყოფილები არიან და მის დარჩენას ემხრობიან.
„არნე სლოტი მისით კმაყოფილია და მისი შენარჩუნება სურს, ასე რომ ამჟამად ყველაფერი დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც სალაჰსა და კლუბს შორის უახლოეს თვეებში გაიმართება.
მოს სიტუაცია აშკარაა. ის ლივერპულში თამაშს სიამოვნებით გააგრძელებდა, ამის დადასტურება მეც შემიძლია. ვფიქრობ, ის კლუბის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია." - აღნიშნა ფაბრიციო რომანომ.
მანჩესტერთან მოპოვებული გამარჯვების (3:0) შემდეგ, რომელშიც სალაჰმა ორი საგოლე და გოლი მიითვალა, ეგვიპტელმა აღნიშნა, რომ კლუბში ბოლო სეზონს ატარებს, იმიტომ რომ ახალ კონტრაქტზე მას ჯერ არავინ შეხმიანებია.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები