-
Aa
+
ფონტის ზომა
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა ლეგენდარულმა ნინო სალუქვაძემ.
55 წლის სპორტსმენისთვის აღნიშნული ოლიმპიური თამაშები კარიერაში მე-10 იყო, რაც ქალთა შორის აბსოლუტური რეკორდია, კაცებში კი მხოლოდ კანადელ ცხენოსან იან მილარს აქვს ამდენ ოლიმპიადაზე მონაწილეობა მიღებული.
სალუქვაძემ დღეს 25 მეტრზე სპორტული პისტოლეტით სროლის დისციპლინაში იასპარეზა, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახა და პარიზულ თამაშებს დაემშვიდობა. მან 40 სპორტსმენს შორის 277 ქულით 39-ე ადგილი დაიკავა.
რამდენიმე დღის წინ ქართველმა 10 მეტრზე პნევმატური იარაღით სროლაშიც სცადა ბედი, თუმცა აქაც საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა ასპარეზობას. აქ 44 სპორტსმენს შორის სალუქვაძე 562 ქულით 38-ე ადგილზე გავიდა.
ნინო სალუქვაძე 3-გზის ოლიმპიური მედალოსანია, მას სამივე სინჯის ოლიმპიური მედალი აქვს აქტივში. 1988 წელს ოქრო და ვერცხლი სეულში, 2008 წელს კი ბრინჯაო პეკინში.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები