მსოფლიო ჩემპიონატი მასპინძლის გამარჯვებით გაიხსნა.
გახსნით მატჩში მექსიკამ საკუთარ მოედანზე სამხრეთ აფრიკის ნაკრები 2:0 დაამარცხა.
მე-9 წუთზე მუნდიალის პირველი გოლი ხულიან კინონესმა შეაგდო, 67-ზე კი რაულ ხიმენესმა ორამდე გაზარდა სხვაობა.
მატჩში სამი წითელი ბარათი ვიხილეთ - 49-ე წუთზე სტუმრები 10 კაცით დარჩნენ, 84-ზე იდაყვის ჩარტყმის გამო სამხრეთ აფრიკას კიდევ ერთი ფეხბურთელი გაუძევეს, 90+2 წუთზე კი მასპინძელთა ფეხბურთელი მონტესიც არ დაინდო მსაჯმა და მისი უხეშობაც წითელი ბარათით დასრულდა.
მთლიანობაში მატჩი მექსიკის სრული უპირატესობით წარიმართა და აფრიკელებმა მატჩი კარში ზუსტი დარტყმის გარეშე დაასრულეს.