მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
23 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
დანიასთან მოგებული მატჩის (62-60) შემდეგ საქართველოს ნაკრების მოთამაშემ, დუდა სანაძემ adjarabet arena-სთან კომენტარი გააკეთა.
"ემოციები თავისას ამბობენ, რაც ახლა დარბაზში ხდება. ძალიან რთული თამაში იყო.
ბოლო მომენტში გადაწყდა, რომ კამარი (ბოლდუინი) არ გვეყოლებოდა, მაგრამ გუნდმა გადაწყობა მოვახერხეთ და მადლობა გუნდელებს, რომ ყველამ თავი გადადო ამ თამაშის მოსაგებად.
მადლობა გულშემატკივრებს, ბოლო წამებზე სწორედ მათ მოიგეს ეს თამაში.
რა თქმა უნდა, გუნდელები რომ გენდობიან ძალიან მნიშვნელოვანია. ბიჭების ნდობა მაქვს და ბოლოს ეს ნდობა გავამართლე. სწორედ ეს არის, რომ ბიჭებს თავი გვაქვს გადადებული ერთმანეთისთვის და ასეც მოხდა, გუნდურობამ გაიმარჯვა." - განაცხადა დუდამ.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები