სანდრო ბაზაძე მადრიდში ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის გამართული მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა.
ქართველი სპორტსმენი ბრძოლაში T64-დან ჩაერთო და 3 მოგებით მეოთხედფინალში გაინაღდა ადგილი, სადაც მისი მეტოქე რეიტინგის მეორე ნომერი, ფრანგი პატრის სებასტიანი იყო, რომელიც სანდრომ 15:9 დაამარცხა და ნახევარფინალში შევიდა.
ნახევარფინალური ეტაპი სანდრომ 15:13 მოიგო, ფინალში კი თურქი მეტოქე 15:8 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.