-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ნაკრების ნოემბრის მატჩების განაცხადიდან უსმან დემბელე და უესლი ფოფანა ამოვარდნენ.
ჩელსის მცველის ნაცვლად, რომელსაც მუხლის პრობლემები აქვს, ნაკრებში ინტერის ფეხბურთელი, ბენჟამინ პავარი გამოძახეს.
რაც შეეხება დემბელეს, მას მარჯვენა ბარძაყის კუნთი აწუხებს და მის ნაცვლად დეშამმა კინგსლი კომანს უხმო.
საფრანგეთის ნაკრები 14 ნოემბერს ერთა ლიგაზე ისრაელს დაუპირისპირდება, 17-ში კი იტალიას.
შეგახსენებთ, რომ ნაკრებში არ გაემგზავრება მისი კაპიტანი, კილიან მბაპეც.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები