სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
18 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს კიდევ ერთი ლეგიონერი შეემატა: ამერიკელმა კამარ ბოლდუინმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ის მზადაა, ეროვნული ნაკრების ღირსება დაიცვას. ახლა საბოლოო სიტყვა მთავარ მწვრთნელ ალეკსანდარ ჯიკიჩზეა, რომელსაც სანაკრებო მატჩებისთვის ორ ამერიკელს შორის შეუძლია არჩევანის გაკეთება – ბოლდუინთან ერთად ნაკრებში თამაშის უფლება აქვს ჯო ტომასონსაც, რომელმაც უკვე ითამაშა ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევი ტურნირის საწყის 2 მატჩში. - ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.
27 წლის ბოლდუინი გამთამაშებელია და ესპანური ბასკონიას ღირსებას იცავს. ის ევროპაში მე-4 სეზონს ატარებს. ბასკონიაში ის ამ სეზონის წინ გადავიდა, მანამდე კი თურქული ტურკ ტელეკომის, გერმანული გიოტინგენისა და იტალიური ტრენტოს წევრი იყო.
კამარისთვის საუკეთესო იყო მისი ასპარეზობა 2023-2024 წლების ევროთასზე, სადაც ის იტალიური ტრენტოს ღირსებას იცავდა და 16 მატჩში საშუალოდ 15.2 ქულასა და 4.5 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. სწორედ ამ სეზონის შემდეგ დაინტერესდნენ მისით ესპანელები და ბოლდუინმა ბასკონიასთან კონტრაქტი გააფორმა.
კამარ ბოლდუინი ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთ წამყვან კონფერენცია Big East-ში თამაშობდა, სადაც ბატლერის უნივერსიტეტის გუნდის წევრი იყო და 4 სეზონის განმავლობაში საშუალოდ მოგროვებული 17 ქულითა და 3 შედეგიანი გადაცემით ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.
ბასკონიაში ბოლდუინის მიმდინარე სეზონის სტატისტიკა ასეთია: ესპანეთის ჩემპიონატში ბოლდუინმა 2 მატჩი ითამაშა და საშუალოდ 31 წუთში 15 ქულას, 5 შედეგიან გადაცემას, 3 მოხსნასა და 1.5 ჩაჭრას აგროვებდა. ევროლიგაში კამარმა 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც საშუალოდ 16 წუთს თამაშობს და 6.1 ქულას, 3.3 შედეგიან გადაცემასა და 1.4 მოხსნას აგროვებს.
საქართველო VS ფინეთი - ინფორმაცია ბილეთების შესახებ
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები