საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრას თბილისში, ქორქია-ჯორჯიკიას არენაზე პორტუგალიასთან 19:15 საათზე გამართავს.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა მატჩისთვის 12-კაციანი განაცხადი დაასახელა. სერბმა სპეციალისტმა საბერძნეთთან მოგების შემდეგ შემადგენლობაში ცვლილებები არ შეიტანა.
პორტუგალიასთან დაპირისპირებისთვის საქართველოს ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა ასეთია:
ალექსანდრე მერკვილაძე
მარკის რიდი
რატი ანდრონიკაშვილი
კახა ჯინჭარაძე
გიორგი კობახიძე
ვილი ისიანი
დუდა სანაძე
გიორგი კორსანტია
გიორგი ტურძილაძე
ალექსანდრე ფევაძე
თორნიკე შენგელია
გიორგი ოჩხიკიძე
აღსანიშნავია, რომ პორტუგალიასთან შეხვედრის ბილეთები მატჩამდე ერთი დღით ადრე სრულად გაიყიდა.