NBA-ის ვარსკვლავი იანის ანტეტოკუნმპო საქართველოს ნაკრებთან საბერძნეთის მარცხს გამოეხმაურა.
26 ნოემბერს გამართულ შეხვედრას, რომელშიც ქართველმა კალათბურთელებმა სტუმრად 92:88 გაიმარჯვეს, იანისი ამერიკიდან ადევნებდა თვალს.
ანტეტოკუნმპომ აღნიშნა:.
შევედრას თავიდან ბოლომდე ვუყურე. როცა მატჩის დასრულებამდე 50 წამით ადრე შვიდ ქულას იგებ, არ უნდა დამარცხდე. საბერძნეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სამი მატჩი დარჩა ესპანეთთან, უკრაინასთან და საქართველოსთან. მჯერა, რომ გუნდი სამივეს მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს.
ჟურნალისტის კითხვაზე, ითამაშებს თუ არა იანისი მსოფლიო ჩემპიონატზე, თუ საბერძნეთი ტურნირის საგზურს მოიპოვებს, NBA-ის ვარსკვლავმა უპასუხა:
თუ - არა! საბერძნეთი გავა და აუცილებლად ჩამოვალ.