არსენალის ოფიციალური გვერდის განცხადებით, მარტინ სუბიმენდიმ კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა.
26 წლის ნახევარმცველი ლონდონში სოსიედადიდან გადავიდა, სადაც ყველა ტურნირზე 236 მატჩი ჩაატარა. 2019-20 წლების სეზონში სუბიმენდიმ მიკელ მერინოსთან ერთად კოპა დელ რეი მოიგო.
"ეს უდიდესი მომენტია ჩემს კარიერაში. ეს იყო ტრანსფერი, რომელსაც ველოდებოდი. როგორც კი აქ შემოაბიჯებ, ხვდები თუ როგორი დიდი კლუბია.
არსენალს თვალი იმიტომ დავადგი, რომ თამაშის სტილი ჩემთვის შესაფერისია. მათ პოტენციალი აჩვენეს და საუკეთესო ჯერ კიდევ წინაა." - განაცხადა ესპანელმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.
არსენალმა სოსიედადს სუბიმენდის სანაცვლოდ 65 მილიონ ევროზე შეუერთდა. მოთამაშე ლონდონურ კლუბში 36-ნომრიან მაისურს მოირგებს.