ლიგა 1-ს 28-ე ტურში პარი სენ-ჟერმენმა ანჟე საკუთარ მოედანზე დაამარცხა და საფრანგეთის ჩემპიონი ნაადრევად გახდა.
მატჩის ერთადერთი გოლი დეზირე დუემ ხვიჩა კვარაცხელიას პასით გაიტანა და ორივე ეს ფეხბურთელი SofaScore-ს მიერ შედგენილ ლიგა 1-ს კვირის გუნდში მოხვდა.
SofaScore-ს კვირის გუნდში ხვდებიან ფეხბურთელები, რომლებმაც თავიანთ პოზიციაზე ამ ტურში საუკეთესო შეფასება მიიღეს. კვარას კი, ნიცელ ალი აბდისთან ერთად, სიმბოლურ გუნდშიც კი საუკეთესო შეფასება აქვს (8.7).
