უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ასტონ ვილამ ვილა პარკზე პსჟ მიიღო და 3-2 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა.
"ეს მატჩი დიდი ხანი არ დამავიწყდება. ჩვენ ზედმეტად თავდაჯერებული ვიყავით. ისეთი რაღაცები გავაკეთეთ, რაც არ უნდა გვექნა.
2 გოლი 3 წუთში გავუშვით, მაგრამ ჩემი აზრით, 1/2 ფინალში გასვლას ვიმსახურებდით.
ჩემი გუნდით ვამაყობ. ვფიქრობ, მსოფლიოში საუკეთესო გუნდი მყავს.
ვის შევხვდებით შემდეგ ეტაპზე? ვახშამზე რეალისა და არსენალის მატჩს სიმშვიდეში ვუყურებ, პრეფერენცია არ მაქვს." - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
VIDEO: ვილა პარკზე სასწაული არ შედგა - პსჟ 1/2 ფინალშია