სერია ა-ს 31-ე ტურის ცენტრალურ მატჩში რომამ და იუვენტუსმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს.
მატჩი სტადიო ოლიმპიკოზე გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.
პირველი ტაიმის ერთადერთი გოლი მანუელ ლოკატელიმ გაიტანა, რომელმაც საჯარიმოს გარედან ულამაზესი დარტყმით შეძლო სვილარის კარის აღება.
მეორე ტაიმის სტარტზევე მათს ჰუმელსის ნაცვლად კლაუდიო რანიერიმ მოედანზე შომუდოროვი გამოუშვა, რომელმაც 3 წუთშივე შეძლო ანგარიშის გათანაბრება, როცა საჯარიმოში დამატებაზე ყველას დაასწრო და წონასწორობა აღადგინა.
მატჩის ბოლომდე მეტი გოლი აღარ გასულა და ტუდორმა იუვენტუსში პირველი ქულები დაკარგა.
31 ტურის შემდეგ იუვე 56 ქულით მე-5 ადგილს იკავეს, რომა კი 53 ქულით მე-7 პოზიციაზეა.