• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
"შესანიშნავი გამოცდილება იყო" - ქოქრილი საქართველოს ნაკრებსა და შავ ლომს ტოვებს
ქართულიქართული
სხვა სპორტისხვა სპორტი

"შესანიშნავი გამოცდილება იყო" - ქოქრილი საქართველოს ნაკრებსა და შავ ლომს ტოვებს

15 დეკ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

რიჩარდ ქოქრილი საქართველოს ნაკრებისა და შავი ლომის მთავარი მწვრთნელის პოსტებს ტოვებს. ამის შესახებ რაგბის კავშირმა ოფიციალურად გამოაცხადა.


ინგლისელი სპეციალისტი რაგბის კავშირთან 2+2 სისტემის კონტრაქტით თანამშრომლობდა, რომლის პირველი ორწლიანი ვადი დეკემბრის ბოლოს იწურება და მისი გახანგრძლივება მხარეთა გეგმებში არაა.


"მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს რაგბის კავშირს იმ პატივისთვის, რასაც 2 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრენჩაიზის, შავი ლომის მთავარი მწვრთნელობა ჰქვია. რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ მომიწვია და ამ შესაძლებლობისთვის მას პირადად ვუხდი მადლობას.


2025 წლის აპრილში, სრკ-ს ახალი პრეზიდენტი დავით კაჭარავა გახდა. მას ეროვნული ნაკრების განვითარების განსხვავებული ხედვა აქვს და ამას პატივს ვცემ. წარმატებებს ვუსურვებ პირადად მას და მის გუნდს მომავალ საქმიანობაში.


ვამაყობ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე გატარებული პერიოდით. მე შევქმენი მყარი ფუნდამენტი გუნდის მომავლისთვის და მას უკეთეს მდგომარეობაში ვტოვებ, ვიდრე მანამდე იყო.


საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა, გასაოცარი კულტურითა და თბილი, სტუმართმოყვარე ხალხით. უნიკალური სარაგბო და ცხოვრებისეული გამოცდილება შევიძინე", - ავრცელებს ქოქრილის სიტყვებს საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი.


54 წლის ინგლისელის თავკაცობით, საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2-ჯერ მოიგო (2024 და 2025 წლებში) და მოიპოვა 2027 წლის ავსტრალიის მსოფლიო თასის საგზური.


2024 წელს, ბორჯღალოსნებმა, ქოქრილის ხელმძღვანელობით, მესამე გამარჯვება მოიპოვეს ტიერ 1-ის გუნდთან.


მთლიანობაში, მისი თავკაცობით, საქართველოს ნაკრებმა 2 წლის განმავლობაში 22 თამაში ჩაატარა და მათგან 14-ში გამარჯვება იზეიმა.

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

საქართველო
საქართველოს რაგბის ნაკრები

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ტრიუმფი ბულგარეთში - სანდრო ბაზაძე ჩემპიონია!

•ქართული

ქართული

ტრიუმფი ბულგარეთში - სანდრო ბაზაძე ჩემპიონია!
•ქართული

ქართული

ერთა ლიგა, U21 ევროს შესარჩევში, თოკო რეალთან - ქართველების კვირა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ერთა ლიგა, U21 ევროს შესარჩევში, თოკო რეალთან - ქართველების კვირა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

MMA-ის ქართული და ამერიკული ორგანიზაციების საერთო ქარდი ცნობილია

•ქართული

ქართული

MMA-ის ქართული და ამერიკული ორგანიზაციების საერთო ქარდი ცნობილია
•ქართული

ქართული

10-გზის მსოფლიო ჩემპიონი - ქართველთა მონაგარი ვეტერანთა მსოფლიოზე

•ქართული

ქართული

10-გზის მსოფლიო ჩემპიონი - ქართველთა მონაგარი ვეტერანთა მსოფლიოზე
•ქართული

ქართული

News image

20 სექ, 2026

ტრიუმფი ბულგარეთში - სანდრო ბაზაძე ჩემპიონია!

News image

21 სექ, 2026

ერთა ლიგა, U21 ევროს შესარჩევში, თოკო რეალთან - ქართველების კვირა

News image

21 სექ, 2026

MMA-ის ქართული და ამერიკული ორგანიზაციების საერთო ქარდი ცნობილია

News image

2 სთ წინ

10-გზის მსოფლიო ჩემპიონი - ქართველთა მონაგარი ვეტერანთა მსოფლიოზე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება