ედერსონი კარიერას ფენერბაჰჩეში გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბებს შორის შეთანხმება შედგა - ბრაზილიელი გოლკიპერი ფენერბაჰჩეს შეუერთდება.
სტამბოლური კლუბი მან სიტის 13/14 მილიონ ევროს გადაუხდის.
ედერსონმა ფენერბაჰჩესთან პირადი კონტრაქტი უკვე შეუთანხმდა. უახლოეს პერიოდში ფეხბურთელი სტამბოლში სამედიცინო შემოწმების გასავლელად და კონტრაქტის გასაფორმებლად ჩავა.
ეს ტრანსფერი ჯანლუიჯი დონარუმას სიტიში ტრანსფერს მწვანეს უნთებს.